www.wikipedia.com
www.google.com
www.youtube.com
მუსიკა-მსოფლიო ენა
Wednesday, June 15, 2011
Tuesday, June 14, 2011
მეგობრების ბლოგები
9.ნანა ტუხაშვილი http://helter-skelterblog.blogspot.com/
10 ნათია ჯახაია http://natia-natblog.blogspot.com/
11.ნელი შავლაძე http://nekolibrary.blogspot.com/
15ნანა კობალაძეhttp://nanuka-nanakobaladzegmailcom.blogspot.com/
16ნატა კანაშვილიhttp://natosazrebi.blogspot.com/
17.ნატა გულარაშვილი http://gularashvili.blogspot.com/
18ნათია ქუთათელაძეhttp://www.blogger.com/home?pli=1
19ნანა ხარაზიშვილი
20ნათია სულხანიშვილიhttp://natiaaa-nat-blog.blogspot.com/
22 ნაზიბროლა კახეთელიძე http://kakhetelidze.blogspot.com/
23ნათია გუჩუა http://guch-u.blogspot.com/
10 ნათია ჯახაია http://natia-natblog.blogspot.com/
11.ნელი შავლაძე http://nekolibrary.blogspot.com/
13ნათია ნანა ტუხაშვილი http://helter-skelterblog.blogspot.com/
ქათამაძეhttp://natiasblogi.blogspot.com/
14ნანა ზამთარაძე http://genblogi.blogspot.com/ 15ნანა კობალაძეhttp://nanuka-nanakobaladzegmailcom.blogspot.com/
16ნატა კანაშვილიhttp://natosazrebi.blogspot.com/
17.ნატა გულარაშვილი http://gularashvili.blogspot.com/
18ნათია ქუთათელაძეhttp://www.blogger.com/home?pli=1
19ნანა ხარაზიშვილი
20ნათია სულხანიშვილიhttp://natiaaa-nat-blog.blogspot.com/
22 ნაზიბროლა კახეთელიძე http://kakhetelidze.blogspot.com/
23ნათია გუჩუა http://guch-u.blogspot.com/
გამონათქვამები მუსიკაზე
1 ,,მუსიკა ფილოსოფიაა ცნებების გარეშე" ლობერგერი
2 ,,მუსიკა ყველაზე სრულყოფილი ტიპია ხელოვნებისა იგი არასოდეს გასცემს თავის უკანასკნელ საიდუმლოს" ო.უაილდი
3 ,,სადაც მეტყველება მთავრდება, იწყება მუსიკა" ა.ჰოფმანი
4 ,,მუსიკა ოცნებების სამყაროა, როგორც ენა" ლობერგერი
5 ,,მუსიკა ბრძენ ადამიანთა სიხარულის წყაროა, მას შეუძლია ხალხშიც კარგი აზრები
გამოიწვიოს" სიუნ–ცზი
გამოიწვიოს" სიუნ–ცზი
~
6 ,,ძალიან დამენანებოდა, ჩემი მუსიკა რომ მხოლოდ ართობდეს ჩემს მსმენელს; მე ვცდილობ, ისინი უკეთესები გავხადო" გ. ჰენდელი
7 ,,მუსიკა კაცობრიობის უნივერსალური ენაა" ლონგფელო
8 ,,მარტო მუსიკაა მსოფლიო ენა და მას თარგმნა არ ჭირდება" აუერბახი
9 ,,მუსიკა ანგელოზთა ენაა" კარლეილი
მოგზაურის შთაბეჭდილებები
პოეტურად ვიწყებ: მიწას, როგორც ორთქი წვიმის მერე, ისე აუდის მუსიკა.
მშრალად ვკომენტირებ: კუთხე არ არის, საიდანაც მუსიკა არ მოისმოდეს.
თითქოს ვხუმრობ: როგორც ჩანს, გალაქტიკის ყველაზე მუსიკალურ პლანეტაზე ვცხოვრობთ...
ყველგან მუსიკაა. ყველაფრიდან რაღაც მოისმის... მუსიკა ისმის დიდ, ძალიან დიდ, არცთუ ისე დიდ, პატარა და ძალიან პატარა მაღაზიებში. მუსიკა გამაყრუალბლად ისმის ფართოდ მოხმარებადი ტანსაცმლის მაღაზიებში.
მუსიკა ჩუმად ისმის ნაკლებად ფართოდ მოხმარებადი ტანსაცმლის მაღაზიებში.
მუსიკა ჟღერს (ან გამაყრუებლად, ან ჩუმად) ესკალატორებზე, როცა სართულიდან სართულზე ადიხარ.
მუსიკა ჩაგესმის ლიფტში დგომისას (ლიფტში სხვა მუსიკა ჟღერს, გარეთ - სხვა).
მუსიკა ჟღერს აეროპორტებში. მუსიკა ისმის მოსაცდელ დარბაზებში. მუსიკა გესმის რეგისტრაციის გავლისას. მუსიკას გესმის თვითმფრინავის სალონში შესვლისას. მუსიკა გესმის თვითმფრინავის აფრენამდე. მუსიკა გესმის თვითმფრინავის დაფრენისთანავე. მუსიკა გესმის ფრენისას - შენს გვერდით მჯდომს ყურებში გაუთხრია მუსიკის მჟღერი და ეს მუსიკა მისგანაც გესმის - მისი ყურებიდან, მისი ტანიდან. მუსიკა გესმის მძინარე მგზავრისგან (მას სძინავს, ხოლი იმას, რაც ყურებზე ჩამოუცვამს, არა. შესაბამისად - მის მუსიკას არ სძინავს, სულ ისმის).
მუსიკა ისმის სადგურებში (ზოგ სადგურში გამაყრუებლად, ზოგ სადგურში ჩუმად). მუსიკა ისმის მატარებელში. მუსიკა გესმის ტუალეტში (ქალების ტუალეტში ერთი მუსიკა ჟღერს, კაცებისაში - მეორე, ინვალიდებისაში - მესამე).
მუსიკა ისმის სასტუმროებში - გარედან აღწევს სასტუმროს ფანჯრებში. მუსიკა იმის ქუჩებში. მუსიკა ისმის მოედნებზე. მუსიკა ისმის დემონსტრაციებზე. მუსიკა ისმის კაფეებში და კაფეების ტუალეტებში (უმეტესად - გამაყრუებლად). მუსიკა ისმის რესტორნებში (სამშობლოში - გამაყრუებლად, სხვაგან - შემპარავად, ჩუმად).
მუსიკა გესმის მეტროში. მუსიკა გესმის ავტობუსში. მუსიკა გესმის ტაქსიში (სამშობლოში - გამაღიზიანებლად, სხვაგან - მსუბუქად გამაღიზიანებლად). მუსიკა ისმის ტაქსისტიდან (ტაქსიში აჟღერებული მუსიკა - ტაქსის მძღოლის პოზიციაა, მისი ცხოვრებისეული კრედოა, მისი ცხოვრების სტილია, ბიოგრაფიაა).
მუსიკა გესმის ზღვასთან, ზღვაში და ზღვიდან. მუსიკა გესმის წყლის ქვეშ (მოგუდულად, მაგრამ მაინც). მუსიკა ისმის თოვლში - მუსიკა გესმის ზღვის დონიდან ორი ათას ხუთას მეტრზე და უფრო ზევითაც. მუსიკა ჩაგესმის ციდან. მუსიკა ამოგესმის მიწიდან.
მუსიკა გესმის ხალხიდან. მუსიკა გესმის ქალებისა და კაცების სხეულებიდან. ყველა ყური რაღაც მუსიკას გამოსცემს. ყველას თავისი მუსიკა უდევს ყურში. ყველას თავისი მუსიკა აქვს ყურში შეთხრილი. ყველა თავის მუსიკას გასმენინებს. ნებით თუ უნებურად, ყველა თავის მუსიკას გთხრის.
სიჩუმე აკრძალულია. უკვე თავად სიჩუმე იქცა მუსიკად. სიჩუმე მუსიკალურად ორგანიზებულია. მოუსმინე ზღვის ტალღებს. მოუსმინე ქარს. მოუსმინე ღამის სიჩუმეს. კი არ გაჩუმდე, სიჩუმეს უსმინე!
გინდა თუ არ გინდა, მსმენელი ხარ. მოგწონს თუ არ მოგწონს, რაღაცის მოსმენა მოგიწევს. გარემო ყოველთვის შეგიქმნის მუსიკალურ ფონს. არ დაგტოვებს ფონის გარეშე. იმის მსმენელად გაქცევს, რისი მოსმენაც არ გინდა. იმას მოისმენ, რაც არ აგირჩევია; იმას მოისმენ, რაც სხვებმა შეირჩიეს თავისი ყურებისთვის. ან შენ შეგირჩიეს შენი ყურებისთვის.
ჰაერს სხვების მიერ შერჩეული მუსიკა გასდევს ფონად.
მდუმარე და პირქუში ადამიანები (ბავშვები, უფროსები, გოგოები თუ ბიჭები, ქალები თუ კაცები) საკუთარი ტანებით (ყურებით) დაატარებენ თავთავიანთ მუსიკას. სუბიექტურ ფონს. ექსკლუზიურ ფონს. სახე პირქუშია - მუსიკა მხიარული (მხოლოდ ყურებს უხარიათ). ხალხთა ყურებიდან ეგოიზმი ხმიანებს (ზოგ შემთხვევაში გამაყრუებლად).
ოღონდ ესაა: როცა ერთმანეთს ედება და ცვლის, წყვეტს თუ აგრძელებს ამდენი მუსიკალური ფონი, რეალურად ერთი ნოტი, ერთი ბგერაც კი არ გესმის. ფონს არ ჰყავს მსმენელი. ეს მუსიკა ყრუებისთვისაა. ბევრი მუსიკა ბევრი ყრუსათვის! ბევრი მუსიკა = O მუსიკას. შეუძლებელია ერთდროულად უსმინო ამდენ მუსიკას. რა გამოდის? ესე იგი, არ უსმენ. გესმის და არც გესმის. გესმის კიდეც და ყრუც ხარ. შენში ხმოვან-ბლანტი მასა იღვრება. გვერდში
მილიონნაირი მუსიკისგან გამოძერწილი მუტანტი გიდგას და დაუღლელად გეჩურჩულება, ენას არ აჩერებს.
შენც ისმენ. ისმენ და მაინც არ გესმის.
ახალი ავადმყოფობა: არაორგანიზებული სიჩუმის შიში.
მუსიკალური ფონი აუცილებელია.
მუსიკები მხეცს ამშვიდებენ ადამიანში.
როკი
როკი არის როკ-ნ-როლის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც თავის უახლოეს სათავეს 1960-იანი წლების ფსიქოდელიური როკსა და ბლუზ როკში ჰპოვებს. მისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ინსტრუმენტებია: ელექტრო გიტარა, ბას-გიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტები. მძიმე როკი ხშირად გამოიყენება, როგორც საერთო სახელი შემდეგი მუსიკალური მიმდინარეობისთვის: პანკი, გრანჯი, ალტერნატიული როკი და ჰევი მეტალი, რათა განვასხვავოთ ისინი უფრო მსუბუქ პოპ როკისგან.
ჰიმნი
სახელმწიფო ანუ ეროვნული ჰიმნი — საზეიმო სიმღერა, პატრიოტული მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მიღებულია სახელმწიფოებრივი ერთიანობის სიმბოლოდ. ქვეყნის მთავრობის მიერ იგი კანონით გამოცხადებულია სახელმწიფოს ოფიციალურ სიმღერად. ჰიმნს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც ტრადიციულად გამოხატულია სამშობლოს ქება, მისი წარსულის და მომავლის შეფასება, მოცემული ერის ერთიანობის, კონსოლიდაციის და სოლიდარობის იდეა.
XIX და XX საუკუნეებში, ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების აღმავლობის შედეგად, ბევრმა ქვეყანამ მიიღო ეროვნული ჰიმნი, რომელიც სხვა საერთო პატრიოტული სიმღერების მსგავსად პოპულარული გახდა.
ჯაზი
ჯაზი (ინგლ. Jazz) ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსკიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ.
ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისური“ რელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის (ჰილიბილი) და ევროპული „მარშინგ ბენდების“ მუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.
ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი (ინგლ. Wynton Marsalis) აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა...“
მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.
Subscribe to:
Posts (Atom)